შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ხატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს; მოსკოვის რკინაბეტონის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს. 1980-1982წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") ინჟინრად; 1986-1991წწ. საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის საგურამოს ექსპერიმენტული განყოფილების უფროსად; 1991-1999წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის საგურამოს ექსპერიმენტულ კომპლექსს; საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის დირექტორი; მონაწილეობდა მოსკოვის ოლქის სოფელ ნეკრასოვკაში საკოლმეურნეო ბაზრის 12-მეტრიანი მალის და ორი 18-მეტრიანი მალის სასაწყობე მეურნეობის გადახურვის (ასაწყობი არმოცემენტის უნიფიცირებული ელემენტებით) მოწყობაში, ასევე, მოსკოვის ოლქის "ხიმკების" რაიონში; იყო კოსმოსური პროგრამებისა ("საფორა", "კრაბი") და ახალი თაობის დიდგაბარიტიანი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორებისა და მიწისზედა კონსტრუქციების აწყობისა და ექსპერიმენტული უზრუნველყოფის მონაწილემონაწილეობდა მიწისზედა პირობებში კოსმოსური კონსტრუქციების გამოცდაში, უწონადობის რამდენიმე ახალი სისტემის შექმნაში, კოსმოსური პროგრამა "რეფლექტორის" სასტენდო კომპლექსის შემუშავებასა და მონტაჟში, რომლის გაშვება 1999 წლის 23-28 ივლისს წარმატებით განხორციელდა; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური ნაგებობების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (პედაგოგი); 5 გამოგონებისა და 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.716; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.398 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |