შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ჩაჩხიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1966 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი, 1966-1970 წწ. ამავე კათედრის ასპირანტი, 1970-1976 წწ. კვლავ ფიზიკის კათედრის ასისტენტი, 1976-1987 წწ. ამავე კათედრის დოცენტი. 1987-1990 წწ. მუშაობდა ფიზიკის კათედრის პრობლემურ ლაბორატორიაში სექტორის უფროსად; 1990-1997 წწ. მყარი ტანის ფიზიკის კათედრის გამგედ, ხოლო 1997 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უფროსად. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.77; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |