The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ხახუტაშვილი

ელისაბედ ხახუტაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს; თბილისის საშენი მასალების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს.

1959-1971წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად, თბილისის საშენი მასალების ს/კ ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1973 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია; წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში და ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ფაკულტეტის საბჭოსა და დისერტაციების დაცვის კოლეგიის წევრი, საბაკალავრო-სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი და რეცენზენტი, საუნივერსიტეტო (სტუ-ში) ჟურნალ "განათლების" რედკოლეგიის წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.717

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: