შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეო ხატიაშილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განყოფილება 1990 წელს. 1991-1995წწ. მუშაობდა შემოქმედებითი-საწარმოო გაერთიანება "კინოცენტრში" კინოსამუზეუმო განყოფილების მეცნიერ-რედაქტორად, სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში ლაბორანტად. 1998 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. სადირერტაციო თემა: "სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო" (1998). მისი წერილები გამოქვეყნებულია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. 2006 წლიდან უძღვება საზოგადოებრივი რადიოს საავტორო სამეცნიერო-შემეცნებით გადაცემას "საღამო მშვიდობისა ბაბილონ". კინომცოდნე. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 220; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; resonancedaily.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |