The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ანდღულაძე

ნუგზარ ანდღულაძე
Date of birth:1933  (92 years)
Category:Scientist, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1962 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1961-1962 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სტაჟიორი, 1962-1963 წწ. ამავე ინსტიტუტში მუშაობდა საწარმოო მუშად, 1963-1964 წწ. ლაბორანტად, 1964-1973 წწ. უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1973 წლიდან - არქიტექტურის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1974-1979 წწ. ინსტიტუტის სწავლულ მდივნად; 1979-1981 წწ. არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელად; 1981-1983 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1983-1987 წწ. ნ. ანდღულაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1986-2005 წწ. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის  გამგე; 2005-2006 წწ. სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2006 წლიდან არის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის, ძეგლთა დაცვისა და კვლევის ეროვნული ცენტრის ძეგლთა აღნუსხვისა და მეცნიერული ინფორმაციის სექტორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.80

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ნაშრომისთვის - ქართული არქიტექტურა : მიკროფიშების კრებული // წ. 1: შიდა ქართლი (ინგლისურ ენაზე, გამოცემულია ჰოლანდიის ქ. ლაილენში, 1994)

Share: