The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ხელაშვილი

იოსებ ხელაშვილი
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კუიბიშევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს.

1955 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა ისნის სატყეო მეურნეობასა და თბილისის პურის ქარხანაში; 1958 წლიდან მუშაობდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ოპერატორად; 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" ინჟინრად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ტრესტ "მშენკომპლექტის" მმართველი; 1981 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მინისტრის მოადგილედ; 1991 წლიდან იყო ქ. თბილისის მერის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მშენებლობის სფეროს მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.718

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: