შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესალომ ხეჩუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1968 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; იყო ინსტიტუტის N1 არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი, შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორი, სტუდიის ხელმძღვანელი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: 256-ადგილიანი სასტუმრო "კახეთი" თელავში, საქართველოს "დოსააფის" ავტო-მოტოდრომის სასწავლო კომპლექსი რუსთავის გზატკეცილზე, ხილ-ბოსტნეულის საფირმო მაღაზია და საკოლმეურნეო ბაზარი, სამთო-მოპოვებითი საწარმოო გაერთიანება "სამთო ქიმიის" საწარმოო-ლაბორატორიული კომპლექსი, საწარმოო-გეოლოგიური ტრესტის - "საქნავთობგეოფიკა" - გამოთვლითი ცენტრი და საბავშვო ბაღი, ლუთერანულ-ევანგელიკური სათემო ცენტრი თბილისში, მიწისქვსშა გადასასვლელი ვაკის პარკის წინ, სახელმწიფო ფილარმონიის წინამდებარე მოედნის რეკონსტრუქცია და მიწისქვეშა გადასასვლელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.719
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |