The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ხვედელიძე

ზაურ ხვედელიძე
Date of birth:1946  (79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ითხვისი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საინჟინრო მექანიკის სპეციალობით 1971 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო რიგითი ინჟინრის თანამდებობიდან და გაიარა პროფესიული ზრდის ყველა საფეხური ტრესტის მმართველამდე; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ისეთ სოლიდურ ორგანიზაციებს, როგორებიცაა დარგობრივი მართვის საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრი, თბილისის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოო გაერთიანების საექსპლუატაციო სამსახური და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო ტრესტი "საქმშენტრანსი"; მონაწილეობდა თბილისის რიგი საცხოვრებელი მასივების, კონსტრუქციის მოედნის, თბილისის ასაქცევი გზისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული სომხეთისა და საქართველოს რეგიონებში მიწისძვრის შედეგთა სალიკვიდაციო სამუშაოებში; წლების განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს მშენებელთა საბჭოში; მონაწილეობს სამეცნიერო-ტექნიკური, არქიტექტურულ-სამშენებლო, ინტელექტუალურ-საპატენტო და ეკონომიკური ტერმინების მცირე განმარტებითი ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის მუშაობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.720


Share: