The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რიზა აბაშიძე

Date of birth:1879  (145 years)
Date of death:19??
Category:Nobleman, Public official, Military Person

Biography

საშუალო განათლება ტრაპიზონში და სტამბოლში მიიღო. შემდეგ შევიდა სტამბოლის სამედიცინო აკადემიაში. 1901 წელს ბათუმში დაბრუნდა, სადაც ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად რევოლუციურ მუშაობაში ჩაება და მათთან ერთად იდევნებოდა. ბათუმში მუსლიმთა სკოლებს ხელმძღვანელობდა, მედრესეების საერო სკოლებად გადაკეთება განიზრახა. არაბულის მაგივრად თურქულის სწავლა შემოიღო, რომ ქართულზე გადასვლა გაეადვილებინა. ამ გარემოებამ აჭარის მუდერისი აუმხედრა, რომელმაც მთავრობასთან დაასმინა. რევოლუციური მუშაობის გამო ტრაპიზონში გადახვეწილ რომანოვთან ერთად, სამეფო საგვარეულოს 300 წლისთავის გადახდის ჟამს, სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთის მთავრობამ შეიპყრო და 1913 წელს ნარიმის მხარეში ხუთი წლით გადაასახლა. ჩელიაბინსკისის ციხეში იჯდა ალ. რიკოვთან და აკაკი კობახიძესთან ერთად. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. დროებითი მთავრობის დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ბათუმის საბჭოს წევრად იყო არჩეული. 1919-1920წწ. გაზეთ "სამუსლიმანო საქართველოსთან" თანამშრომლობდა, სადაც თურქული და რუსული ენებიდან, აგრეთვე ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმანებს აქვეყნებდა. ქართველი მუსლიმი, რევოლუციონერი, ძმა და თანამოღვაწე ზია აბაშიძისა. 

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.48


Share: