შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ ხვიჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხაესტატე, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს. 1971-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოს მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1974-1978წწ. იყო პარტიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი; კურირებდა მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობას; 1978-1988წწ. მუშაობდა ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორად; 1988-1991წწ. "აჭარკოოპკავშირის" N28 მოძრავ-მექანიზებული სამშენებლო კოლონის უფროსად; 1991-1992წწ. არჩეული იყო ქ. ბათუმის ვიცე-მერად; 1992-1993წწ. - ქობულეთის რაიონის გამგებლად; 1993-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის მინისტრი; 2000-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრი; დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალი 435 სერიის 9 და 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლების რკინაბეტონის ანაკრები ნაკეთობების სამრეწველო ათვისებისა და მშენებლობაში დანერგვის საქმეში დასავლეთ საქართველოს რეგიონში (აჭარაში, აფხაზეთში, ფოთში, ზესტაფონში, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ა.შ.); აღსანიშნავია მისი დამსახურება ქართული სპორტის განვითარებაში; იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ავტორალში, ასევე საკავშირო ნაკრების გუნდის წევრი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.720
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |