The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ხიმშიაშვილი

Date of birth:1920
Date of death:1985  (at 65 years)
Category:Architect, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1963წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სახელოსნოში; 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ძეგლთა რესტავრაციის მიმართულებით; იყო არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; მის მიერ შესრულებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "სამწევრისი" (აზომვა, კვლევა, რესტავრაციის პროექტი) 1952-1953წ., "ნინოწმინდის სახლის" რესტავრაციის პროექტი 1953-1954წ., "სხალთა" 1955წ., "წირქოლი" 1960წ., ვარძიის კონსერვაციის პროექტი 1959-1965წ., "თიანეთის სიონი" 1967წ., "წითელი ხიდის" რესტავრაციის პროექტი 1965წ.; ავტორია რიგი მეცნიერული ნაშრომებისა; დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდა რესტავრატორთა აღზრდის საქმეში; არქიტექტურის დოქტორი; დაჯილდოებულია მედლებით: 1944 წელს "საბრძოლო დამსახურებისათვის", "მამაცობისათვის", "გერმანიაზე გამარჯვებისათვის" 1946წ., "შრომითი დამსახურებისათვის" 1965 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.720-721

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • სამწვერისი : ტაძარი. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (Author). - თბილისი, 1962. - 10გვ.

Share: