The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ხომერიკი

ზაურ ხომერიკი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.

მუშაობდა თბილისის ქარხანა "გაზაპარატში" ცვლისა და საამქროს უფორსად, საშენმასალათა მრეწველობის სამინისტროს შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრში უფროსად, ამავე სამინისტროს შრომისა და ხელფასის, სამეცნიერო-ტექნიკურ, საწარმოო-განმკარგულებელ განყოფილებებში უფროსად, სახელმწიფო გაერთიანება "საქსაშენმასალების" უფროსის მოადგილედ; იყო ჰოლდინგური კომპანია "საქსაშენმასალების" უფროსის მოადგილედ; იყო ჰოლდინგური კომპანია "საქსაშენიმასალების" ვიცე-პრეზიდენტი, სს "რუსთავცემენტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობისა და საშენი მასალების სამმართველოს უფროსი; არის წარმოებაში დანერგილი რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.723-724


გააზიარე: