The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ხომერიკი

ნოდარ ხომერიკი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1998  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის განყოფილების მთავარ ინჟინრად, აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, სამგორის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1980 წლიდან იყო მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სისტემაში - სათავეში ედგა "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "წყალსაშენმასალებს"; მონაწილეობდა "საქმთავარწყალმშენის" რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნების რეკონსტრუირებასა და მშენებლობაში, სამელიორაციო მშენებლობისთვის საჭირო სხვადასხვა ფორმის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოშვების დანერგვაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.724


გააზიარე: