The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ხოსიტაშვილი

თენგიზ ხოსიტაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1952წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის დამზადების სამინისტროს გიორგიევსკის ქარხანაში ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1952-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამონტაჟო სამმართველო "საქშახტმონტაჟში" ინჟინრად, სამონტაჟო უბნის უფროსად; 1967-1971წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სამონტაჟო სამმართველოს; 1971-1975წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენმონტაჟს"; 1975-1986წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფტექნიკის" სპეციალიზებულ ტრესტს; 1986-1994წწ. რესპუბლიკურ გაერთიანება "საქაგრომონტაჟს"; 1994 წლიდან სს "აგრომონტაჟის" გენერალური დირექტორი იყო; ხელმძღვანელობდა მრფრინველეობისა და მეცხოველეობის კომპლექსების, სასათბურე მეურნეობების, საკონსერვო, ღვინის, ჩაის ქარხნებისა და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტების სპეცსამონტაჟო (გათბობის, სავენტილაციო, სანტექნიკისა და გაშვება-გამართვის) სამუშაოების წარმოებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.724

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: