The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ დომუხოვსკი

ვიქტორ დომუხოვსკი
Date of birth:4 February, 1948
Date of death:24 May, 2013  (at 65 years)
Burial location:დიღმის სასაფლაო, თბილისი
Category:Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის განხრით 1971 წელს.

1973-1991 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში; 1992-1993 წწ. იმყოფებოდა დევნილობაში; 1993-1998 წწ. პოლიტპატიმარი; 1998- 2013 წწ. პოლიტემიგრაცია; 1999-2013 წწ. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ხელმომწერი; 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი; 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების დროს იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გვერდით; პოლიტიკურ დევნილობაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანაშემწე; უზენაესი საბჭოს 1992 წლის 12-13 მარტის გამსვლელი სესიის (ქ. გროზნო) ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი, უზენაესი საბჭოს სესიის საპატიო სტუმრის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯ. დუდაევის თარჯიმანი; პრეზიდენტ გამსახურდიას წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1983 წლის თვითმფრინავის გამტაცებლების საქმის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი (ამ კომისიის ხელმძღვანელის კომპეტენციის ფარგლებში დაკითხა ედუარდ შევარდნაძე 1991 წლის 15 ნოემბერს, ქ. მოსკოვი); 1992 წლის 6 აპრილს, აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ფარულად იქნა გატაცებული ქ. ბაქოდან და ჩამოყვანილი თბილისში; ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა როგორებიცაა: Human Rights Watch (HRW), Amnesty International (AI), Internationale Gesellschaft für Menschenrechte (IGFM), ევროპის პარლამენტი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვ. მისი დაკავება და გასამართლება უკანონოდ სცნო და თავად ვ. დომუხოვსკი პოლიტპატიმრად; 1998 წლის 23 ნოემბერს ბრონისლავ გერემეკმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იმავდროულად ეუთო-ს თავჯდომარემ, საქართველოში ვიზიტის პროგრამის IX პუნქტად მოითხოვა ვ. დომუხოვსკის განთავისუფლება და 25 ნოემბერს იგი განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან; არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის, იურიდიული კომისიის წევრი, პატიმართა უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარე, გარდაიცვალა ვარშავაში 2013 წლის 24 მაისს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.154

Member of Organizations

  • დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა გაერთიანება "ქარტია – 2010", გამგეობის წევრი
  • პოლონეთში ქართული სათვისტომო "ქართლოსი", გამგეობის წევრი (2005-)
  • საქართველოს მეტალურგთა თავისუფალი კავშირის გამგეობა და დარბაზი, წევრი (1989-1991)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენელთა სათათბირო (საზოგადოებრივი გაერთიანება), წევრი (1988-1990)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევი უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1992)

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

Share: