შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ხოფერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1978 წელს. 1978 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსაქპროექტის" სახარჯთაღრიცხვო განყოფილებაში; გაიარა სამსახურებრივი ზრდის ყველა საფეხური რიგითი ინჟინრიდან განყოფილების უფროსამდე; 2003-2005წწ. იყო ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკის სამმართველოს უფროსი, პარალელურად აგრძელებს მუშაობას ს/ს "საქქალაქმშენპროექტის" სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; არის სამშენებლო დარგში ეკონომიკის წამყვანი სპეციალისტი, ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, არის ს/ს "საქქალაქმშენსაქპროექტის" სამეთვალყურეო საბჭოს და რიგი კომისიების წევრი; 1985-2006წწ. საქართველოს ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი იყო; 2007 წლიდან ექსპერტთა ასოციაცია "მესას" გამგეობის წევრი და ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელია; მშენებლობის სფეროში სახარჯთაღრიცხვო საქმიანობის გაუმჯობესების და დარგის ამ მიმართულებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის და ახალი ნორმატიული ბაზის შექმნის მიზნით 2003 წელს ჩამოაყალიბა "მშენებლობის შემფასებელთა კავშირი", რომლის პრეზიდენტადაც იქნა არჩეული; 2005 წლიდან კავშირის მიერ განახლდა და გამოიცემა ყოველკვარტალური კატალოგი "სამშენებლო რესურსების ფასთა კრებული" და მეთოდოლოგიური ლიტერატურა; მის მიერ დამუშავებული ობიექტების ნუსხა მრავალფეროვანია: ტაძრები, პრეზიდენტის რეზიდენციისა და პარლამენტის ადმინისტრაციული შენობები, მუზეუმები და მრავალი ინფრასტრუქტურული ობიექტები; 2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ობიექტების მენეჯერი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპროექტო ჯგუფის მენეჯერი; წლების განმავლობაში მის მიერ შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის და აგრეთვე საკავშირო მნიშვნელობის სამოქალაქო და ადმინისტრაციული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის ეკონომიკური გაანგარიშებები, ბიზნეს-გეგმები და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; რიგ ობიექტებზე უცხოური ინვესტიციების მოთხოვნის გათვალისწინებით აქვს მომზადებული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლისთვისაც დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია-II ხელმოწერილი საპატრიარქოს სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.726
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |