შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხოჭოლავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1944 წელს; მოსკოვის ენერგეტიკული აკადემია 1956 წელს. 1941-1945წწ. მუშაობდა პედაგოგად საშუალო სკოლასა და თბილისის სამშენებლო ტექნიკუმში; 1946-1952წწ. იყო "საქენერგოს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი, "ზაჰესის" სამშენებლო და ჰიდროტექნიკური საამქროს უფროსი; 1952-1954წწ. მუშაობდა გუმათის ჰესების კასკადის მშენებლობაზე უბნის უფროსად, მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1956-1958წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მშენებლობის დირექტორის მოადგილედ; 1958-1959წწ. "ლაჯანურჰესის" მშენებლობის ცაგერის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959-1968წწ. "საქმთავარენერგოს" სპეცსარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1968 წლიდან იყო "საქმთავარენერგოს" ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის დირექციის მთავარი ინჟინერი, დირექტორი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.726-727 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |