The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჯანიკაშვილი

მიხეილ ჯანიკაშვილი
Date of birth:1947  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1970 წელს.

1971-1974 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტად; 1975-1979 წწ. იყო ლენინგრადის ზუსტი მექანიზმებისა და ოპტიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1980-1982 წწ. საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპარატის" მთავარი კონსტრუქტორი; 1982 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი, პარალელურად, იგი იყო საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი; 2004-2005 წწ. "საქსტანდარტის" გენერალური დირექტორი; 2007 წლიდან არის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის - "ქართული ფოლადის" დირექტორი ინოვაციებისა და განვითარების საკითხებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.92; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.195; 

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კონსტრუქციის გატანაში, ორბიტალურ სადგურ ''მირზე'' საქართველო-რუსეთის ერთობლივი პროგრამა ''რეფლექტორით'' ურთულესი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებაში, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის
  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის საგურამოს სასტენდო კომპლექსის გადარჩენისათვის, ქვეყანაში სტაბილიზაციის დადგომის დროს მისი საექსპლოატაციოდ მომზადების სამუშაოებში შეტანილი ნმიშვნელოვანი წვლილისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისთვის - "კოსმოსური საინჟინრო კონსტრუქციები, მათი შექმნისა და გამოცდების მიწისზედა სასტენდო კომპლექსი"

Share: