Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ხიდაშელი![]()
Biographyდაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ალექსიძის სახელოსნო) 1974 წელს. 1974-1976 წწ. ახალგაზრდული თეატრი "მეტეხის" მსახიობია; 1976-1993 წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 2004-2014 წწ. ახმეტელის თეატრის, 2006 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის, და 2010 წლიდან თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, ხოლო 2014-2016წწ. მოზარდ მაყურებალთა თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მის მიერ სცენაზე შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჰამლეტი ("ჰამლეტი", ს. მრევლიშვილი), სანდრო კლიმიაშვილი ("ქალის ტვირთი", თ. ჩხეიძე), ზურიკელა ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რ. სტურუა), ჰაროლდი ("ჰაროლდი და მოდი", რ. სტურია, გ. სიხარულიძე), არნო შიკედანცი ("ასერგასის დღე", რ. სტურუა), ედმუნდი ("მეფე ლირი", რ. სტურუა), პოეტი ("რომაული კომედია", გ. ლორთქიფანიძეწ), სანდრო("მეფე ლირი თავშესაფარში", ო. ბაღათურია), ლეონარდო(სისხლიანი ქორწილი", ლ. წულაძე), მიხეილ ახმეტელი (პიგმალიონი", ლ. წულაძე) და სხვ. თბილისის პიონერთა სასახლის დრამატული წრის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში: "ტარიელ გოლუა" (ლ. ხოტივარი, 1968, გიო). გადაღებულია ფილმებში: "მონადირე" (ა. ჟღენტი, 1969), "ძნელი დასაწყისი" (თ. მაღალაშვილი, 1981), "ღამურა" (ანიმ. , ი. დოიაშვილი, 1981), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "მონანიება" (თ. აბულაძე, 1984), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (გ. მატარაძე, 1985), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ომი და ქორწილი" (ზ. კოლელიშვილი, 2010), სატელევიზიო სპექტაკლში "ჯაყოს ხიზნები" (თ. ჩხეიძე, 1984). 1993-2004წწ. ცხოვრობდა გერმანიაში. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 221; თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ვებგვერდი: tumanishvilitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |