The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჭიჭიკო აბაკელია

ჭიჭიკო აბაკელია
Legal name:იონა აბაკელია
Date of birth:25 September, 1897
Date of death:4 April, 1983  (at 85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1918 წელს მსახურობდა ჯარში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის და ზუგდიდის თეატრების მსახიობი. მუშაობდა ქუთაისში თეატრის მთავარ ადმინისტრატორად (1933-1935); ქუთაისის წითელი არმიის სახელობის თეატრის დირექტორად (1935-1936); ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილედ (1936-1937); თბილისში, ჯანსახკომის მოძრავი თეატრის დირექტორის მოადგილედ (1937-1938). 1927-1928 წლების სეზონებში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მოძრავი სააგიტაციო სატირის თეატრი "წითელი სარკე". 1928-1929 წლების სეზონში, ქუთაისში, გარნიზონის წითელი არმიის სახლის თეატრში, კოტე მარჯანიშვილის დახმარებით ჩამოაყალიბა პროფესიონალურ მსახიობთა სატირის თეატრი "წითელი ეშმაკუნები", სადაც რეჟისორებად მიწვეული იყვნენ ვ. აბაშიძე და დ. ანთაძე, ქორეოგრაფად - ტ. მაჭავარიანი. 1963-1975 წლებში იყო ა. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის დირექტორი. ჭიჭიკო (იონა) აბაკელიას შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დადიანი და გოგია ("სამშობლო"), კაიუსი ("კაი გრაკხი"), ერეკლე, ბესო, გიგა ("ღალატი"), კრიტონი და ცენტურიონი ("უფალო"), ისკანდერი ("და-ძმა"), რევაზი ("პატარა კახი"), სოლერი ("ყაჩაღები"), როზენკრანცი ("ჰამლეტი"), ურიელის ძმა ("ურიელ აკოსტა"), კარლი (კატორღელი №37), ბლახინი ("დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), კირილე ("სამანიშვილის დედინაცვალი"), მოქეიფე ("კინტო"), მიტუშა, იასონი, ("ქრისტინე"), თედო ("არსენა"), გიტო ("ბატონი და ყმა"), ახმა ("ანზორი"), რეჯი ("სიგარეტი"), ინკუბუსი ("ლატავრა"), დილიკო ("ხატიჯე"), იმერელი, საქულა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მირვანდელი("აღლუმი"), ადიკო ("გუშინდელი"). თეატრალური მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.23; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის გაზეთი "დურუჯი".- თბ.,2017, 31 მაისი.- გვ.12: tafu.edu.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: