The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავქსენტი აბესაძე

ავქსენტი აბესაძე
Date of birth:8 June, 1873
Date of death:1 September, 1924  (at 51 years)
Category:Writer, Publicist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხურა, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულერო სემინარია; თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1899 წელს.

1894 წელს გაიწვიეს ჯარში. 1901 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს. 1904 წელს, ბათუმში მიტინგის დროს აქვსენტ აბესაძე მუშებს გადაეფარა და ოფიცერს მათი დახვრეტის საშუალება არ მისცა, ამის გამო იგი დასაჯეს და მანჯურიაში გააგზავნეს. გადასახლებიდან 1905 წელს დაბრუნდა. 1911 წელს დაიწყო საქართველოს რუსეთთან შეერთების პერიოდის შესწავლა. 1918-1920 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "სახალხო გაზეთი", "საქართველო", "ჯარისკაცი", ჯარი და ერი", "რესპუბლიკის ჯარი" (აქ ქართული ჯარის შექმნისა და ჯარისკაცის გაწვრთნა-სწავლების შესახებ სპეციალურ სამხედრო წერილებს ათავსებდა). საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.52

Bibliography


Share: