შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავქსენტი აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხურა, შორაპნის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულერო სემინარია; თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1899 წელს. 1894 წელს გაიწვიეს ჯარში. 1901 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს. 1904 წელს, ბათუმში მიტინგის დროს აქვსენტ აბესაძე მუშებს გადაეფარა და ოფიცერს მათი დახვრეტის საშუალება არ მისცა, ამის გამო იგი დასაჯეს და მანჯურიაში გააგზავნეს. გადასახლებიდან 1905 წელს დაბრუნდა. 1911 წელს დაიწყო საქართველოს რუსეთთან შეერთების პერიოდის შესწავლა. 1918-1920 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "სახალხო გაზეთი", "საქართველო", "ჯარისკაცი", ჯარი და ერი", "რესპუბლიკის ჯარი" (აქ ქართული ჯარის შექმნისა და ჯარისკაცის გაწვრთნა-სწავლების შესახებ სპეციალურ სამხედრო წერილებს ათავსებდა). საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.52 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |