The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ხოჯავა

თეიმურაზ ხოჯავა
Date of birth:22 January, 1955  (70 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1977 წელს; ამავე ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის ასპირანტურა 1983 წელს.

1977-1988წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1989-1993წწ. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპულიკურ გაერთიანება "საქარქპროექტში" დირექტორის მოადგილედ; 1994 წლიდან შპს "არქსტუდიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში; არის არქიტექტურული გეგმარების კათედრის დოცენტი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: 300-ადგილიანი სასტუმრო "რუსთავი", სამედიცინო ლაბორატორია 100-ადგილიანი სტაციონარით ბორჯომში, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი ქ. მესტიაში, გამოთვლითი ცენტრი თბილისში (ბელინსკის ქუჩაზე), "ივერთბანკის" ფილიალი ბათუმში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წყნეთში; საკონკურსო პროექტები: თავისუფლების მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოშენების პროექტი, საგამოფენო პავილიონი საერთაშორისო გამოფენაზე "ექსპო-92" სევილიაში (ესპანეთი). მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.727

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი

Share: