The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ხუადე

ბორის ხუადე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კრასნოდარი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს.

1947-1957წწ. მუშაობდა ფოთის ტერიტორიულ სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, უბნის უფროსად; 1957-1960წწ. ქ. ბორჯომის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1960 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხნის, ქ. ბორჯომის N1 და სოფ. დვირის საშუალო სკოლების, ახალდაბის სკოლა-ინტერნატის, ბორჯომის საკოლმეურნეო ბაზრის, სანატორიუმ "მთის ხეობის", ახალი უბნის რამდენიმე საცხოვრებელი სახლის, ცხრასართულიანი ადმინისტრაციული შენობის, მდ. მტკვრის სანაპირო საყრდენი კედლის (ახალუბნიდან ჩარხისწყლამდე), ქვიშხეთის პიონერთა ბანაკის, ხაშურის საგალანტერეო ფაბრიკის მშენებლობას, წყალდიდობისას დაზიანებული ჩარხისწყლის დიდი ხიდის ჯებირების გამაგრებას და სხვ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.727

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბორჯომის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: