The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ხუბაევი

დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1900  (125 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოჭორმა, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1927 წელს.

1927-1930წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1930-1931წწ. როკის საუღელტეხილო გზატკეცილის მშენებლობის უფროსად; 1931-1934წწ. სსრკ რკინიგზის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის ექსპედიციის უფროსის მოადგილედ, უფროსად; 1937-1943წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისთავმჯდომარე; 1943-1946წწ. საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე; 1946-1954წწ. სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ტრანსკავკასიის გზატკეცილის მშენებლობაში, ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის (ამჟამად სამაჩაბლოს) რეგიონის სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.727-728


გააზიარე: