შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბოგდან ხუგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოსიაური, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი რკინიგზის ელექტრიფიკაციის განხრით 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა როსტოვ-იაროსლავის, შემდგომ კუიბიშევის რკინიგზის ელექტრიფიკაციის სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციებში; 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში; 1960-1968წწ. იყო N8 შახტის მექანიკოსი; 1968-1976წწ. მუშაობდა სამშენებლო სამმართველოს მთავარ მექანიკოსად; ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მეტროს I და II რიგის, მეტეხის საავტომობილო გვირაბების, მეჯვრისხევის მეფრინველეობის კომპლექსის და სხვა მშენებლობებში; 1976-1986წწ. მუშაობდა როკის საავტომობილო გვირაბის (ჩრდილოეთი მხრიდან) მშენებლობის მთავარ ინჟინრად, გვირაბის საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე; 1986 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ხაზის "რუსთაველი-ვაზისუბნის" N66 შახტის უფროსად; შრომითი საქმიანობის პერიოდში დაჯილდოებული იყო არაერთი საპატიო სიგელით; არის 200-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელთა დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხო შრომისა და წარმოების პირობები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა სამშენებლო სამუშაოების ღირებულება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.728 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |