The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ხუნდაძე

ელგუჯა ხუნდაძე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 2021  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ქ. თბილისის სამთო-გეოლოგიური ტექნიკუმი 1953 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს.

1953-1958წწ. მუშაობდა სამთო-სამრეწველო ტრესტ "საქნახშირის" სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1958-1964წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1977წწ. იყო სამშენებლო საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1978-1979წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენის") N2 სამშენებლო სამმართველოს და 1980-1992წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის ზონის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; 1994-2000წწ. შპს "პერსპექტივას"; მისი ხელმძღვანელობით აშენდა, გაგრის ზონაში, ლესელიძის ოლიმპიური მომზადების სპორტული კომპლექსი, ხიდი გაგრის შემოვლით საავტომობილო გზაზე, სარეგულაციო კაშხალი მდ. იუფშარაზე, რიწის ტბასთან; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. გაგრის ზონის საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჰიდროტექნიკური და საკურორტო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.728-729


გააზიარე: