შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ხიდაშელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის ტელე-კინო მხატვრობის განყოფილება 1972 წელს. 1973 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". დამდგმელი მხატვარია ნახატი ფილმებისა : "სახლობანა" (ვ. ბახტაძე, 1973), "ზღვაოსნური" (გ. ლავრელაშვილი, 1974), "ხელები" (მ. სარალიძე, 1975), "ეს გაუგებარი სიყვრული" (მ. სარალიძე, კ. მაცაბერიძე, 1976), "ისევ მზეჭაბუკზე და გველეშაპზე" (მ. სარალიძე, 1976), "თერძი ბესო" (ლ. ფერნანდესი, 1977), "ბულბულის იუბილე" (გ. ლავრელაშვილი, 1978), "ციფრთა მომთვინიერებელი" (მ. სარალიძე, 1979), "ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე" (ვ. ბახტაძე, 1980), "ჯაჭვური რეაქცია" (კ. მაცაბერიძე, 1980), "ხარისხის ნიშანი" (მ. სარალიძე, 1981), "ყველაფერი ყარყატისათვის" (მ. სარალიძე, 1982), "ტყის კვარტეტი" (მ. სარალიძე, 1984), "ფასკუნჯის მხედრები" (მ. სარალიძე, 1985), "ლოკოკინა" (ჯ. ლოლუასთან ერთად/ვ. ბახტაძე, 1986), "ქვეყნის მაშენებლები" (მ. სარალიძე, 1997). კინოს მხატვარი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 221-222; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |