შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ხიზანიშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. დაამთავრა ვგიკ-ის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სადადგმო ფაკულტეტეტის სამსახიობო განყოფილება (ბ. ბაბოჩკინის სახელოსნო) 1965 წელს. სადებიუტო როლი შეასრულა აზერბეიჯანულ ფილმში: "რომეო, ჩემი მეზობელი" (შ. მახმუდბეკოვი, 1964). 1965-1973წწ. მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "წითელი კარავი" (მ. კალატოზოვი, 1970), "რობიზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი" (ს. გოვორუხინი, 1972, პარასკევა). საქართველოში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია ლექსო სატელევიზიო ფილმში "თუში მეცხვარე" (ს. ჩხაიძე, 1978). სხვა მნიშვნელოვანი როლებია: გურამ ღლონტი ("მშობლიურო ჩემო მიწავ (რ. ჩხეიძე, 1980), ბაქარი ("ძნელი დასაწყისი", თ. მაღალაშვილი, 1981), არჩილი ("დღეს ღამე უთენებია", ლ. ღოღობერიძე, 1983), მხატვარი ლადო ("ათოვდა ზამთრის ბაღებს", გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984), თამაზი ("ვირთხა", პ. მილორავა, 1991). მონაწილეობდა ფილმებში: "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984), "სევდიანი საყვირი" (დ. კობახიძე, 1982), "ექსპედიცია"(ზ. მექვაბიშვილი, 1983), "ლალე"( რ. ლორთქიფანიძე, 1985), "წინათქმა" (ზ. ილურიძე, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "შავი პრინცი აჯუბა" (გ. ვასილიევი, შ. კაპური, 1989, სსრკ-ინდოეთი), "ზვარაკი" (გ. ჩირაძე, 1990), "მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად" (მ. წურწუმია, 1992). 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 222; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |