The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო აბულაძე

ვანო აბულაძე
Legal name:ივანე აბულაძე
Other name:კამბეჩუა  (Pseudonym)
ქიზიყელი  (Pseudonym)
Date of birth:5 August, 1872
Date of death:1948  (at 75 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი.

თბილისში, ღვინის სარდაფში მუშაობის დროს, ქალაქგარეთ გამართულ ჭიდაობაში გაიმარჯვა, ხოლო 1900 წელს, ნიკიტინის ცირკში ცნობილ მოჭიდავეებთან შერკინებით გაითქვა სახელი. ამის შემდეგ, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს გარეთ გამართულ ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 1900-იან წლებში სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების და რევოლუციური მოძრაობის დამხმარე და მხარდამჭერი იყო. 1906 წელს, ჭიდაობის გამოჩენილი ოსტატის, ივანე ლებედევის ხელმძღვანელობით, ქართველთაგან პირველმა შეისწავლა ჭიდაობის ფრანგული, რუსულ-შვეიცარიული, თავისუფალი ამერიკული, იაპონური, ჩინური და სხვა ხერხები. ქ. მინსკში, ცირკის არენაზე სძლია მოჭიდავე კოლოტინის, შორეულ აღმოსავლეთში, ერთ-ერთი საპრიზო შეტაკებისას დაამარცხა ჩემპიონატის ძლიერი მოჭიდავე, უნგრელი ფრანც ბლანდეტი. როგორც მოჭიდავემ, "რუსეთის უძლეველი ფალავნის", "გამოჩენილი ჩემპიონის", "მსოფლიო ჩემპიონის", "ჰერკულესის" სახელი დაიმსახურა. ასპარეზობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, მონღოლეთში, ავღანეთში, ირანში, ამერიკაში. ყველგან ეროვნული (ქართული) ტანისამოსით გამოდიოდა. 1922-1923 წლებში თბილისში პირველმა დააარსა ფიზკულტურის სკოლა, რომელიც 1923 წელს ხელოვნების მუშაკთა სამმართველოს (რაბისს) გადაეცა. ეროვნული ფალავანი, ფიზკულტურის პირველი სკოლის დამაარსებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.58; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.319


Share: