The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბესალომ ხუნწარია

აბესალომ ხუნწარია
Date of birth:28 October, 1925
Date of death:6 May, 2013  (at 87 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა თბილისის საავიაციო ტექნიკუმი 1946 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1957წწ. მუშაობდა N149 საფოსტო ყუთის ინჟინრად; 1965-1971წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოში განყოფილების ინჟინრად, მთავარ ინჟინრად, გამგედ; 1971-1976წწ. საქართველო მინისტრთა საბჭოს მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების უფროს რეფერენტად, განყოფილების გამგის მოადგილედ; 1976-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ; 1986-1995წწ. რესპუბლიკური გაერთიანება (შემდგომში - კონცერნი) "საქსოფმშენის" საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად; 1995 წლიდან ბიზნესცენტრ "სოფმშენის"  საკონსულტაციო  და სამეთვალყურეო საბჭოების წევრია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სამრეწველო ობიექტების გამართულ მუშაობაში, მათ შორის "საქკაბელის", ბათუმის ელექტროურიკების, თბილისის ჩარხმშენებელი, ელმავალმშენებელი, ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების და სხვა ქარხნების მშენებლობასა და მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფაში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს 1987-1990 წლების სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში; ხელმძღვანელობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გამოფენების მოწყობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-საზღვარგარეთულლი ეკონომიკური კავშირების განვითარებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.729; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.189

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, დამფუძნებელი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: