| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ხუნწარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს; სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრისა და უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; შემდგომ ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკის რანგში; აწარმოებდა "ენგურჰესისა" და "ჟინვალჰესის" ნაგებობების მეცნიერულ კვლევას; მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის, შემდგომ "ჟინვალჰესის" მშენებლობის საწარმოო და ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე; მივლინებული იყო ალჟირში, ჰიდროკვანძის ("ჯენტირა") მშენებლობის მთავარი ინჟინრის, შემდგომ დირექტორის თანამდებობებზე, საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში მუშაობდა, "ენგურჰესის", "ჟინვალჰესის", "ვარციხეჰესის", "თბილსრესის" მშენებლობებზე, შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "საქორგენერგომშენში" მთავარ ინჟინრად, ხოლო ინსტიტუტის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ დაინიშნა ამავე საზოგადოების გენერალურ დირექტორად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 1998 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი და 5 გამოგონება; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.729-730 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

