შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ხურცილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სისტემაში; იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე, ტრესტის მთავარი ინჟინერი; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველად, სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება "საქწყალმშენის" თელეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა ქვემო და ზემო სამგორის, საგურამოს, ალაზნის, "ტბისი-კუმისის" სარწყავი სისტემების, "ხიბულა-საჯიჯაოს" ჩაის პლანტაციების და წვიმებით მორწყვის სისტემის, ალგეთის, ასურეთის, ლიპის, დევისწყლისა და კუხის წყალსაცავების მშენებლობებში, კოლხეთის დაბლობის ტერიტორიების დაშრობის სამუშაოები და სამშენებლო ინდუსტრიული ქარხნების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.730
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |