შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ხურცილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. 1973-1975წწ. კომკავშირულ სამუშაოზეა; 1975 წლიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის წარმოების უფროსად მუშაობდა; 1981 წლიდან ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს საკარიერო მეურნეობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; 1982 წელს დაინიშნა საგზაო მეურნეობის სამმართველოს სპეც. სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1985 წლიდან საკარიერო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1994-1996წწ. ქ. თბილისის მერიის ფირმა "საშენმასალების" გენერალური დირექტორი და მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო; 2001 წლიდან სააქციო საზოგადოება "საშენმასალების" გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ახლანდელი "ექსპო ჯორჯია") ორი ცენტრალური პავილიონის მშენებლობაში, კახეთის რეგიონში თამბაქოს მეურნეობათა საწარმოო შენობა-ნაგებობების, სმოლენსკის ოლქში იური გაგარინის მემორიალის, ქ. თბილისში რესპუბლიკის მოედნის მშენებლობაში, დედაქალაქის ქუჩებისა და ძველი უბნების კეთილმოწყობისა და განაშენიანების სამუშაოებში; ხელმძღვანელობდა საქართველოში პირველი გერმანული ასფალტბეტონის ქარხნისა და საკარიერო მეურნეობის მრავალფუნქციური საწარმოს ამოქმედებას, თბილისის რაიონებში ადმინისტრაციული და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდის წევრი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.730 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |