შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხუფენია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი. 1953-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1964-1968წწ. სამშენებლო-საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1968-1972წწ. სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1972-1981წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომექანიზაციის სამმართველოს მთავარი ინჟინრად; 1981 წლიდან სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველო "ენგურსპეცმშენის" უფროსის მოადგილედ; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა ენგურის კასკადის N2, N3 და N4 ელექტროსადგურები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.730-731
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |