შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამშენებლო ნაწარმისა და კონსტრუქციების წარმოება 1972 წელს. 1972-1074წწ. საქმთავარენერგოს სპეცტრესტის ინჟინერი; 1973-1978წწ. ქ-ნა „ელექტროშემდუღებლის“ კომკავშირის კომიტეტის მდივანი, კომკავშირის ცკ-ის ინსტრუქტორი, კომკავშირის საქარხნო რაიკომის პირველი მდივანი;1978-1982წწ. კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი, კომკავშირის ცკ-ის მდივანი, მეორე მდივანი; 1982-1983წწ. პარტიის 26 კომისრის რაიკომის პირველი მდივანი; 1983-1990წწ. საბურთალოს რ-ის ფორმირების საორგანიზაციო ბიუროს თავმჯდომარე, რაიკომის პირველი მდივანი; 1990-1992წწ. სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1992-1993წწ. შპს "ბესტის" ვიცე -პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან, დამოუკიდებელი დეპუტატი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მონაწილეობდა კომკავშირული ქალაქის, N4 პოლიგრაფიული კომბინატის, ფიზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტის, თბილისის ტელევიზორების ქარხნის მშენებლობაში; არის მარშალ გელოვანის გამზირისა და აეროპორტის ავტოსტრადის რეკონსტრუქციის პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი, სტიქიით დაზარალებული აჭარისა და სვანეთის მოსახლეობისთვის ახალი დასახლებების მშენებლობის მონაწილე; შრომით საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.731; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 414 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |