Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ჯაბუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1952წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქსახპროექტი" და 1952-1953წწ. "ქუთოლპროექტი" პროექტის მთავარ არქიტექტორად; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1976-1985წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, აკადემიის სამხატვრო საბჭოს წევრი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: დრამატული თეატრი და "საჭაშნიკე" ქ. თელავში, კინოთეატრი "კარიბჭე" (მცხეთაში), "გამარჯვება" (გორში), მწერალთა შემოქმედებითი სახლი-პანსიონატი "ლიტფონდი" (სოხუმში), სსრკ ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა დასასვენებელი სახლი (ბიჭვინთაში), სასტუმრო (ყვარელში), სანატორიუმის კომპლექსი (ლიკანში), ადმინისტრაციული სახლები (სოხუმში, ქარელში და სხვ.); სხვადასხვა დროს კონკურსებში გამარჯვებულ მის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: 240-ადგილიანი საბავშვო ბაღი (I პრემია), ტიპური სახლების საკავშირო მასშტაბის კონკურსი (II პრემია), ადმინისტრაციული სახლი რუსთაველის მოედანზე ქ. თბილისში (II პრემია) და სხვა; არის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი და საბჭოთა კავშირის 1982 წლის საუკეთესო პროექტის ავტორი; დაჯილდოებულია საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.732 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |