Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ჯაბუა![]()
Biographyდაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტი 1931 წელს. 1931-1939წწ. მუშაობდა ლენონგრადის სამშენებლო ტრესტ "ლენმოსტსტროიში"; 1939-1946წწ. მონაწილეობდა ფინათისა და II მსოფლიო ომებში; 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (სამეცნიერო ნაწილში), საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოების წევრი; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა სეისმომედეგი კონსტრუქციები აგურის, მსხვილბლოკური და მსხვილპანელიანი სახლებისათვის; მონაწილეობდა ვოლოდარსკის და ლეიტენანტ შმიდტის სახელობის ხიდების მშენებლობაში (მდინარე ნევაზე), მიწისძვრების შედეგთა ინჟინერულ გამოკვლევაში, სეისმომედეგი მშენებლობის ნორმების დადგენაში; იყო ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს 50-მდე ნაშრომი, მათ შორის, 14 მონოგრაფია; მიღებული ჰქონდა საბრძოლო ორდენები და მედლები, სხვა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.732-733 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |