The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მაჩხოშვილი

რევაზ მაჩხოშვილი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მიგრიაულთა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1968 წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ცენტრალურ ლაბორატორიაში I კატეგორიის ლაბორანტის თანამდებობაზე; 1966-1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1968-1987 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; აქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები; 1987-2005 წწ. რ. მაჩხოშვილი იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის გამგე, ხოლო 1993 წლიდან - მის მიერვე დაარსებული ქიმიის სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1988).

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.103; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 602-603

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1987-1994 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "ლითონთა კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი-აღნაგობა-თვისება"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: