შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ წივწივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი კერამიკისა და ცეცხლგამძლე მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით 1969 წელს. 1969-1970 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1975 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1980 წწ. ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1981-1992 წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1992 წლიდან პროფესორი; პარალელურად, 1992-1993 წწ. იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის ცენტრს; კითხულობდა ზოგადი და არაორგანული ქიმიის ლექციათა კურსს ქიმიური და აგროტექნოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია და 12 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს 4 პატენტი. მეცნიერის კვლევის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა და მიღებული შედეგების პრაქტიკული გამოყენება. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.106; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |