Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ხარიტონოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მიხაილოვო, რიაზანის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1960 წწ. იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1960-1964 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1964-1974 წწ. დ. მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე; 1985 წლიდან ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, ი.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო უნივერსიტეტის ანალიზური, ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრის გამგე. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს (1973) და ვერცხლის (1984) მედლები. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.107 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |