The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ჯალაღონია

შალვა ჯალაღონია
Date of birth:27 April, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა ცელინოგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტი საინჟინრო მექანიკის სპეციალობით 1957 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "სპეცშახტმონტაჟის" ტყვარჩელის სამონტაჟო უბნის ელექტროზეინკლად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1968 წელს გადაიყვანეს მარნეულის სპეციალურ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში, სადაც 1969-1980წწ. ხელმძღვანელობდა სამონტაჟო უბნებს მარნეულსა და ონში; 1980-1983წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "საქსპეცშახტომონტაჟის" მთავარი ინჟინერი; 1983-1996წწ. ამავე სამმართველოს უფროსი; 1996-2001წწ. შემდეგ შპს "საქსპეცშახტომონტაჟის" გენერალური დირექტორი; აქტიურად მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, რომელთა შორისაა ონის რაიონული საავადმყოფოს კომპლექსი, კვაისისა და ტყიბულის შახტები, მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და სხვა; არის წარმოებაში დანერგილი არაერთი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მიღებული აქვს სსრკ მშენებლობის სამინისტროს, პროფკავშირის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.735; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 333-334


Share: