The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ჯანაშვილი

ვახტანგ ჯანაშვილი
Date of birth:1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიუტტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1966-1974წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "გიპრომეზში"; მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში მთავარ ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1974-1982წწ. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ობიექტების საპროექტო ორგანიზაცია "მედპროექტს"; 1982-1997წწ. გაერთიანების შემდეგ "მედკომპლექსს"; სამშენებლო კომპანია "ბლოკჯორჯიას"; აქტიურად მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტირებაში, ცხინვალის სოფლების თამარაშენისა და ხეითის სკოლების, ფარმაცევტული ქარხანა "ლეჩივას", დევნილთა დასახლებების (გორსა და სამეგრელოში) მშენებლობაში, ქუთაისის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, ზუგდიდის საავადმყოფოს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის და სხვა სამკურნალო დაწესებულებების რეკონსტრუირებაში; არის სამშენებლო მოედანზე მოცულობითი ბლოკების დამზადების ახალი ტექნოლოგიის დამუშავება-დანერგვის (შ. ლომიძესთან ერთად), 4 სამეცნიერო პუბლიკაციისა და ჯანდაცვის ობიექტების პროექტირება-ექსპლუატირების საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების დამუშავების ავტორი; ხელმძღვანელობდა თბილისის რესპულიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური კლინიკის, 38 რაიონული საავადმყოფოს, კულიაბის რაიცენტრის (ტაჯიკეთში), გურჯაანის, მარნეულისა და ფასანაურის საავადმყოფოების, ადმინისტრაციული შენობების ახალი მეთოდით დაპროექტებასა და მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.736


Share: