შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაადურ ჯანაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინრად, განყოფილების უფროს ინჟინრად; 1964 წლიდან იყო საქართველოს შრომის დაცვის ინსტიტუტის სპეციალიზებული საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი; 1974-1978 წწ. მივლინებული იყო ქ. არია-შახრის დაპროექტება-მშენებლობაზე (ირანში); 1978-1981 წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენკომპლექტის" მთავარ ინჟინრად; 1981-1990 წწ. ამავე ტრესტის მმართველად; 1990 წლიდან იყო გაერთიანება "საქსამოქალაქომრეწვმშენის" უფროსის მოადგილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.736
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |