Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი პაპუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 1996-1999წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და აშშ კონგრესის ე. მასკის პროგრამის სტიპენდიანტი, 1997-2000წწ. პოლიტიკურ და იურდიულ მეცნიერებათა მაგისტრი. 2001-2003 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA) კითხულობდა ლექციების კურსს "საჯარო ადმინისტრირება"; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს "საკონსტიტუციო სამართალში" მოსამართლეების სწავლების ცენტრსა და ამერიკის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში; 2000-2004 წწ. იყო "ღია საზოგადოება-საქართველოს" კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი; 2004 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმის ფონდის დირექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2005-2006წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; 2006 -2016 წწ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინსტიტუტებში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია). არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიუროს წევრი, ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2012). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.384; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |