The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პალადი რაევი (ეგზარქოსი)

პალადი რაევი
Legal name:პაველ რაევი (პისარევი)
Date of birth:20 June, 1827
Date of death:5 December, 1898  (at 71 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ-პეტერბურგი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პეშელანი, არზამასის მაზრა, ნიჟეგოროდის გუბერნია.

დაიბადა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის მღვდლის ოჯახში. ნიჟეგოროდის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1852 წელს მაგისტრის წოდებით. 1861 წელს დაქვრივდა, აღიკვეცა ბერად და მცირე ხანში არქიმანდრიტის წოდებაში იყო აყვანილი. 1863 წელს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის ინსპექტორია; 1864-1866 წწ. სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორი. ლადოგის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, 1869 წელს პალადი ვოლოგდის ეპისკოპოსი გახდა, შემდეგ ტამბოვისა (1873-1876 წწ.) და რიაზანისა (1876-1882 წწ.). დააფუძნა რასკოლნიკების საწინააღმდეგო მისიონერული საზოგადოება ქალაქ ტამბოვში და რიაზანში მოღვაწეობისას. ქალაქ ვოლოგდაში შემოიტანა და დაამკვიდრა კეთილმოწესეთა ("ბლაღოჩინების") არჩევის წესი, იქვე დაამკვიდრა სასულიერო წოდების ემიტარული სალარო. 1887-1892 წწ. პალადი საქართველოს ეგზარქოსია. ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან (დიმიტრი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თედო ჟორდანია) ერთად, პალადის უშუალო ძალისხმევით თბილისში დაფუძნდა და ამოქმედდა საეკლესიო მუზეუმი; პალადიმ განაახლა რამდენიმე ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლი და დაარსა ჟურნალი "Духовный вестник Грузинского Экзархата"; 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში პირველად იქნა შემოღებული საქართველოს საეკლესიო ისტორიის სწავლება. მისი მმართველობის დროს საფუძველი ჩაეყარა თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მშენებლობას. საქართველოს სამწყსომ დააფასა მისი სასარგებლო მოღვაწეობა სასულიერო განათლების სარბიელზე და პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად მას სამღვდელმთავრო კვერთხი მიართვა. 1892 წლიდან პალადი ინიშნება სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტად და უწმიდესი სინოდის წევრად. 1888 წელს ებოძა ბრილიანტის ჯვარი ბარტყულაზე სატარებლად. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. 

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.orgru.wikipedia.org


Share: