The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჯანაშია

ზურაბ ჯანაშია
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:2008  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1962 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს ჩხოროწყუს სამშენებლო უბანზე ტექნიკოსად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1968 წლიდან მუშაობდა ამავე ტრესტის N12 მოძრავ-მექანიზებული კოლონის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მთავარ ინჟინრად; 1978 წელს დაინიშნა სამმართველოს უფროსად; ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით აშენდა არაერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. სენაკის ცენტრში, აიგო სამხატვრო გალერეა, მცირე სამრეწველო საწარმო, სკოლები; 1985 წლიდან მუშაობდა N18 სამშენებლო ტრესტის მთავარ დისპეტჩერად, საწარმოო განყოფილების უფროსად; 1996 წლიდან N18 ტრესტის მთავარი ინჟინერი იყო; 1987 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის საწარმოო ტრესტ "ცხაკაია გაზის" სამშენებლო-სარემონტო უბნის უფროსად; 1998-2003წწ. ხელმძღვანელობდა შპს "პროგრესს"; 2004 წლიდან იყო შპს "მარჯის" დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.736-737


გააზიარე: