The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შურა ჯანელიძე

Legal name:ალექსანდრე ჯანელიძე
Date of birth:1927  (98 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1950 წელს; მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის ერთ-ერთი საპროექტო ინსტიტუტში, სადაც განვლო გზა რიგითი არქიტექტორიდან ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორამდე; 1964 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") სასოფლო მშენებლობის განყოფილების გამგედ, რომელსაც 1971 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1971 წლიდან სათავეში ჩაუდგა იმავე ინსტიტუტის ტექნიკურ განყოფილებას; 1979 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტის" მთავარ არქიტექტორად; 40 წელი ემსახურა ქართულ არქიტექტურას და ამ ხნის განმავლობაში მისი მოღვაწეობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს ახალი და არსებული სოფლების არქიტექტურული დაგეგმარების და კეთილმოწყობის პრობლემატურ საკითხებთან; მის პროფესიონალიზმსა და დიდ შრომისუნარიანობაზე მეტყველებს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მისი ავტორობით შესრულებული პროექტების ვრცელი ნუსხა; პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობას წარმატებით უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.740


Share: