Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ჯანელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1960 წელს; ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს. 1960-1967წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1960 წელს სამშენებლო-საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში: "ხრამჰეს-II"-სა და "ენგურჰესის" მშენებლობებზე მარკშეიდერად (1960-1967); 1967-1983წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტში, ასევე N1 სახლსაშენ კომბინატში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, მშენებლობის სამინისტროს აპარატში ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1983-1985წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს და 1985-1990წწ. სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" ტექნიკურ სამსახურს; 1990 წელს, მიწისძვრის შედეგთა სალიკვიდაციოდ, მივლინებული იყო სომხეთის რესპუბლიკაში; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქსომხეთმშენში" მთავარ მშენებლად (ტრესტის მმართველის მოადგილედ); 1992 წლიდან იყო რესპუბლიკური გაერთიანება "ტაძარმშენის" მთავარი ინჟინერი; შპს "ტაძარმშენის" დირექტორი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა "ენგურჰესის" სადერივაციო გვირაბი, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო დაწესებულებები, საწარმოო და საინჟინრო-ლაბორატორიული კორპუსები, N8 პურის ქარხანა, საცურაო კომპლექსები, ეკლესიები ტაბახმელაში, მუხიანის დასახლებაში, სამხედრო ნაწილში; აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.740; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.61 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |