Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი გოლეთიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკურალეში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1967 წწ. იყო ზერენდის (ყაზახეთი) საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1967-1969 წწ. ზერენდის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969-1973 წწ. თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასპირანტი, მივლინებულ იქნა მოსკოვში საკავშირო ქირურგიის ინსტიტუტში, სისხლძარღვოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1973-1981 წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების მეცნიერ-მუშაკი; 1981-1983 წწ. ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე; 1983-1985 წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის რესპუბლიკური ცენტრის ექიმი-ნეიროქირურგი; 1985-1987 წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ნეიროქირურგი; 1987-2009 წწ. აკადემიკოს პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო განყოფილების გამგე; 2009 წლიდან მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნეიროქირურგი; მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში; აქვს 16 სამეცნიერო ნაშრომი. ასევე იყო "სანავიაციის" ექიმი-კონსულტანტი დაარსების დღიდან. უმაღლესი კატეგორიის ექიმი ნეიროქირურგი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. წყარო: გიორგი გოლეთიანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |